ეს იყო მაშინ...
ლექსები ბავშვობისა... მოგონებები სიყვარულისა... 1. სონეტი სევდიან ფიქრებს ვერასოდეს ვერ გავექცევი, გულის ბზარები მერამდენედ ტკივილებს მესვრის რამდენ სიხარულს მპირდებიან მომავლის ხმები, მაგრამ სევდით ვარ გაჩენილი-მე ასე მესმის. მე ვერ ავიტან უფიქრელად გატეხილ ღამეს მე უსიმღეროდ ამ ცხოვრებას ვეღარ ავიტან, შემომეხვევა მერე ჯმუხი, ჭაღარა ქარი, და სიყმაწვილის დროებიდან უცებ გამიყვანს. მაინც დამრჩება სიყმაწვილის ფარული სევდა გულის ბზარებს,რომ სიყვარულით ელამუნება ასე მგონია არაფერში, დუმილში ვკვდები, და არაფრისთვის სიცოცხლეში მსურს დაბრუნება. რომ ისევ ისე სევდის მორევს თავი ვაფარო, მერე ვიფიქრო სიცოცხლეზე დაღლილი ფიქრით, დაღვრილი სითბო ერთგულებას შემოვაფარო, და ისე მოვკვდე როგორც კვდება სიმღერით გედი. და სიყვარულის სიცივეში დავესამარო სიყვარულს მივცე ეს ცხოვრება მთელი სამყარო, თუ დავიბადე სევდიანი ფიქრების თქეშში, მინდა მუდამდღე თავი ფიქრებს შემოვაფარო. სევდიან ფიქრებს ვერასოდეს ვერ გავექცევი გულის ბზარები მერამდენედ ტკივილებს მესვრის რამდენ სიხარულს მპ...