ეს იყო მაშინ...

ლექსები ბავშვობისა... მოგონებები სიყვარულისა...



1. სონეტი

სევდიან ფიქრებს ვერასოდეს ვერ გავექცევი,
გულის ბზარები მერამდენედ ტკივილებს მესვრის
რამდენ სიხარულს მპირდებიან მომავლის ხმები,
მაგრამ სევდით ვარ გაჩენილი-მე ასე მესმის.

მე ვერ ავიტან უფიქრელად გატეხილ ღამეს
მე უსიმღეროდ ამ ცხოვრებას ვეღარ ავიტან,
შემომეხვევა მერე ჯმუხი, ჭაღარა ქარი,
და სიყმაწვილის დროებიდან უცებ გამიყვანს.

მაინც დამრჩება სიყმაწვილის ფარული სევდა
გულის ბზარებს,რომ სიყვარულით ელამუნება
ასე მგონია არაფერში, დუმილში ვკვდები,
და არაფრისთვის სიცოცხლეში მსურს დაბრუნება.

რომ ისევ ისე სევდის მორევს თავი ვაფარო,
მერე ვიფიქრო სიცოცხლეზე დაღლილი ფიქრით,
დაღვრილი სითბო ერთგულებას შემოვაფარო,
და ისე მოვკვდე როგორც კვდება სიმღერით გედი.

და სიყვარულის სიცივეში დავესამარო
სიყვარულს მივცე ეს ცხოვრება მთელი სამყარო,
თუ დავიბადე სევდიანი ფიქრების თქეშში,
მინდა მუდამდღე თავი ფიქრებს შემოვაფარო.

სევდიან ფიქრებს ვერასოდეს ვერ გავექცევი
გულის ბზარები მერამდენედ ტკივილებს მესვრის
რამდენ სიხარულს მპირდებიან მომავლის ხმები,
მაგრამ სევდით ვარ გაჩენილი-მე ასე მესმის.






2.

მიყვარხარ-მეთქი გითხარი და
ასე მეგონა,
რომ სიყვარული მალამოა
გულის ჭრილობის,
მე თვით არ ვიცი, ვინ ვარ ახლა,
საით მივდივარ,
საკუთარ კითხვებს ვერ ვპასუხობ,
ისე განვიცდი
თავს ვეკითხები ხშირად, ვინ ვარ_
საით მივიწევ?
რა მინდა ახლა, რას მოითხოვს
ჩემი გონება,
იქნებ გამოჩნდეს ვინმე,
ჩემი კითხვის პასუხით,
თავი დამძიმდა და მგონია
ყველას თავს ვუხრი.
მიჭირს ფიქრიც კი და
ოცნებაც გაყინულია,
ვისწრაფი სიცილს, ვმხიარულობ,
მაგრამ ამოდ
ღმერთო მაღალო, ეს რამხელა
გზა გამივლია,
და ნუთუ ვერსად
ვერ ვიპოვო გამოსავალი.
ახლა მხოლოდღა მანუგეშებს,
ჩემი ხატები
და დაჩოქილი მოუყვები
სურვილს მაცხოვარს,
იქნება ოდნავ
ოდნავ მაინც შემიმსუბუქოს,
და ჩემი კითხვის__
იქნებ, ღმერთმა გამცეს პასუხი.






3.


რა ღრმა თალებია,
და რა მომღიმარი,
ალბათ ცხოვრებაა
ნამდვილი..…
გული დიადია
სიტყვა მომხიბლავი,
მზერა ცდუნებაა
ნამდვილი,
გულში მეცინება,
როგორ ვერ გავიგე,
გრძნობებს რომ ავყევი,
ბავშვივით.
ო, რა გვიან მივხვდი,
თუმცა მადლობა ღმერთს,
მიზეზი არა გაქვს
დაცინვის!..

 

4.

წლებს ვერ გაექცევი
და მაინც ბოლოს,
სევდა დაგრჩება.
სევდად დაგრჩება,
იმ წარსულის
მოგონებანი.
მოგაგონდები,
რომ შენ ერთხელ,
გიყვარდი მხოლოდ,
მოგაგონდები,
გაზაფხულზე
როცა დათბება.
და ის წარსული
წარსულია ,
იმ წლებს ჩაბარდა.
და ის დროც იყო,
წავიდა და
აქ არც დარჩება.
და ჩვენ ორივეს
მაშინ ლაღებს და
ალბათ ბავშვებს.
მერე თმებში რომ
სულ ჭაღარა,
შეგვეპარებ.ა
გაზაფხულდება,
ალბათ ისევ
დათბება ყველგან,
და თბილი სიო
მიმოივლის
თბილისის ქუჩებს,
აღარ იქნები
აღარც შენ და
არც შენი სითბო,
და გაზაფხულის,
მხოლოდ მისი,
სითბო დაგვრჩება.


5.


ქარი კრთის და 
ასე მგონია, 
შენ აკაკუნებ.
ქარი ტოკავს და 
შენი გული, 
ღელავს მგონია.
რაზედ წახვედი 
სამუდამოდ, 
რად მიმატოვე?
ან თუ წახვედი 
მე ლოდინი, 
რად დამიტოვე.
რად დამიტოვე 
მე ფიქრები, 
გადარეული.
რად დამიტოვე,
სევდა, დარდი, 
ოხვრა წყეული,
ქარი ტოკავს, 
და ვით კარებს 
გადარეული,
კვლავ ეხეთქება, 
ტოტი ხისა,


და ვით ეული,
მე მარტო ვზივარ, 
ვფიქრობ შენზე_
იქნებ დაბრუნდა?
შენ კი_არა და 
აღარ ჩანხარ..,

არეც დადუმდა..,
არა, მე აღარ 
გელოდები, 
და არც დაგიცდი,
მე ვიცი მერე 
უსათუოდ კართან, 
დამიცდი.
და მერე ქარი, 
ქარი კი არ 
დამიმტვრევს კარებს,
შენ მოხვალ, 
მოხვალ 
და მე მაშინ 
კარს არ გაგიღებ!



________________________________________
გამოგეთხოვე! . .


გამოგეთხოვე და ალბათ ისევ მოვყვები ფიქრებს,
ხელს არ შემიშლის ღამის ჩუმი მაყრიონები.
გამოგეთხოვე და ვიტოვებ უამრავ ჭიდილს,
შენი სიშორით ფიქრები რომ დაგხვიო ჯარად.

გამოგეთხოვე, იქნებ გვიან ან იქნებ მარად,
იქნება დროა ჩვენი მართლა გამოთხოვების
დაგემშვიდობე, და ვიცი, რომ არ მეტყვი `არას",
რადგანაც ალბათ ასე სჯობს, რომ წახვიდე ცალად.
გამოგეთხოვე! ჩუმი ფიქრი თვლას მიეთვალა,
ცაზე აინთნენ უთვალავი ლამპიონები,
გამოგეთხოვე, რატომ არ თქვი ძვირფასო `არა!"
იქნება ცდაა, ჩემი შენთან დამშვიდობების.

გამოგეთხოვე, რადგან აღარ გავიბუტებით,
და არც არასდროს არ მომართმევ ვარდების კალათს,
გამოგეთხოვე, ამით ფიქრიც წვას დაემგვანა,
და წაიყოლა სანთლის კვალმაც ჯიუტი არა.

გამოგეთხოვე და ვნატრობდი ერთ სიტყვას `არა".
გამოგეთხოვე თვალზე ცრემლით, გულზე ლოდებით,
გამოგეთხოვე შენც არჩიე თანხმობა, . . კმარა!
და მართლა კმარა, - მეც არასდროს დაგელოდები!



სონეტი

გიჟი ვარ, გიჟი
ათჯერ გიჟი, ათასჯერ გიჟი,
როცა შენზე ვწერ, შენთვის ვმღერი,
შენზე ვღონდები,
და ვერც სიტყვისთვის მიმიცია
პოეტთა ნიჭი,
მაინც გეხვევი,
ამ ლექსებით გეალერსები.

არა ხარ ღირსი,
რომ დაგიდგა სიტყვის კოშკები,
ლექსითვე გკოცნო
და ტკივილი დაგიმალამო,
მე ერთი ვინმე დარდიანი,
შენთვის ვღონდები
და გიჟის სამოსს მიკერავენ
ღამის მგოსნები. . .

გიჟი ვარ გიჟი!
ათჯერ გიჟი, ათასჯერ გიჟი,
როს შენზე ვფიქრობ, შენთვის ვმღერი
შენთვის ვღონდები. . .




`ჩემი ბავშვობა სადღაც ახლოს დაბორიალობს"

და სოფლის ბოლო,
ერთი ოდნავ დაკლაკნილი გზა,
ხალხის ფუსფუსი,
შედარება და გამორჩევა.
მშრომელი კაცი სოფლის ბოლოს ახლა თოხს ლესავს,
და მის მარჯვენა, ღმერთით ნაკურთხ ოფლს დაუფარავს.

მშრომელი ხალხი, ბევრის მცოდნე, ბევრის არმცოდნე,
სტუმართმოყვარე და ქეიფში მუდამ ქებული,
სრა კარ-სასახლე მათი ოფლით გარსშემორტყმული,
მზვანე მინდვრები, წინაპართა სისხლით მორწყული.

და მიუყვები ამ დაკლაკნილ ბილიკს მე ფართოს
და ჩემი სახლის აივნიდან სიცოცხლე ყვირის.
მე მიუყვები ამ ასფალტით მოგებულ წალკოტს
და ამ ბილიკზე მე ბავშვობის ხმები მომესმის.

ამაყად მდგარ ნაძვს თითქოს არც ეს შეუმჩნევია
და ძველი მუხაც ისევ ისე დგას იქ ამაყად,
ის ხალხიც ვინც კი ჩემს ბავშვობას მიფერებია,
ისევ იქ არის, მხოლოდ ის დრო წარსულს ჩაბარდა.

მე გზას მივყვები, მიხვეული ბილიკი მორჩა,
 და ჩემს სახლამდე მიმაცილებს ბავშვური სითბო,
მე ამ ქუჩაზე დავიბადე, ავიდგი ფეხი,
 და ახლა მიკვირს, ვეღარ ვიძვრი, გავქვავდე თითქოს,

რა ძველი არის ეს ბილიკი და თან ახალიც,
რა ტკბილი არის ეს გზა და თან მწარეც და გლუვიც,
თითქოს ვერ ვადგავ ფეხს და მესხმის თავ-ბრუ მგონია,
ნუთუ ბავშვობა ჩემი ასე მალე გათავდა.

მივდივარ თოთქოს გაზაფხულის სუნი ტრიალებს,
ისევ ის სუნი სკოლის დროს,რომ მეგებებოდა,
მეშინ ვერ ვგრძნობდი, და ახლა კი ფიქრებს მიწეწავს,
 და ახლაც ისევ მგონი, რომ ბავშვი ვარ ცეტი.

რა მოკლე იყო და რატკბილი ჩემი ბავშვობა,
ვეღარ ვიჯერებ, რომ აღარ ვარ მე ეხლა ბავშვი,
რადგან ამ გზაზე არაფერი აღარ შეცვლილა,
მხოლოდ მე დავრჩი გარდაქმნილი ცხოვრების ლანდის.

ვიღაც შემხედავს, მომიკითხავს დიდად, გულთბილად,
ვიღაც იყვირებს და სიხარულს ვეღარ დამალავს,
მე კი ვუღიმი, დადინჯებულს ხმა აღარ მიწევს,
რომ ისევ ისე ვუპასუხო გამოძახილებს.

უკვე გამოჩნდა ჩემი სახლი, ჩემი ბავშვობაც,
და არაფერი არ შეცვლილა _ ვყვირივარ ჩუმად.
მხოლოდ ასაკი და სიდინჯე ამ წლებთან ერთად,
მომემატა და გუდასავით სულ თან დამყვება.

და ახლა ისე ვეღარ შევალ ჩუმად, ჩემს სახლში,
და ვერ შეძლებენ იქ დამხვდურნიც მუნჯად დადგომას,
ახლა მეც უნდა დავიძახო, ვუთხრა სალამი,
და მოვეხვიო სათითაოდ და ჩემს ბავშვობას,

და ჩემს ბავშვობას დავუწყო ძებნა, ან შინ ან გარეთ,
ხან ხეზე ავძვრე, თვალით მხოლოდ, ვუთხრა შენდობა,
ხან მეზობლებში, გულთბილ ხალხთან გადავძვრე ჭიშკარს,
და აქ ვიპოვო დაკარგული _ ჩემი ბავშვობა.



7.ვეპოტინები ბავშვობას წასულს

წავიდა ბავშვი ჩემი გზებიდან,
მაგრამ ფიქრებში არ მტოვებს იგი,
აღარასოდეს, აღარასოდეს,
არ მინდა ვიყო ძალიან დიდი.

მინდა ისევე ცეტად მიცნობდნენ,
ისევე ბავშვის მერქვას სახელი,
ისევე ისევ დამდარაჯებდნენ,
ოჰ, ჩემს ბავშვობას ამაოდ ველი.

არ დამრჩენია აღარაფერი,
ბავშვური სითბო, ბავშვური ხელი,
არც სახელი და აღარც მიზნები,
არც ოცნებები ბავშვური, ძველი.

აქ ჩემი სკოლაც დგას შორიახლო,
გაბუტული და გადაძარცვული
ჩავუვლი ქუჩებს მიახლოვდება
სიმხიარულე წრეგადასული.

წასულა ბავშვი ჩემი გზებიდან,
თავადაც ბავშვი აღარ ვარ უკვე,
მართლაც ყველაფერს აქვს თავისი დრო
მოგონებებსაც ამაოდ ვხატავ.

ახლა გავყურებ განვლილ ცხოვრებას,
ახლა ფიქრებიც დამძიმებულან,
ახლა სუყველა დადინჯებულა,
ვეპოტინები `არდავიწყებას".

სწრაფად დარბიან მატარებლები,
მიაქროლებენ წუთებს და წამებს,
და ყველაფერი ბოლოს მოკვდება,
და დასრულდება დროის წამებაც.






8.`მე დავამთავრე ყველა სათქმელი"

და ისევ მინდა დავწერო რაღაც,
რაც არასოდეს დამიწერია,
ისევ ვიმღერო აწმყოში ლაღად
დავწერო ის რაც გამიგონია.

სურვილი კი მაქვს ლექსებს მოვეშვა,
ვთვლი ჩემი საქმე უფრო სხვა არის,
არ მაგონდება მე სხვა,როდესაც,
ქარი არის და მუზაც აქ არის.

თუ ღრმად არ მივსდევ არ ვმელექსეობ,
ისე თუ ჩემთვის ვამრავლებ სტრიქონს,
არვის ეგონოს სიგიჟე მკლავდეს,
ანდა დიდებას ვითხოვდე ღვთიურს.

რა ვქნა, როდესაც მუზა არ მტოვებს,
არც რა გამომდის მოსაწონისი,
მაგრამ მე ჩემთვის მაინც `ვახურებ"
დარდსა და ნაღველს ლექსებს ვუტოვებ.

არ გავაგრძელებ დიდხანს ბოდიალს,
აღარ გადაგღლით, ვინც წაიკითხავთ,
ნუ იტყვით ოღონდ პოეტიაო,
ან გიჟიაო ანდა სატანი.

ვგრძნობ არაფერი აღარ გამომდის,
გარდა ლექსისა, ჰგავს ყველა შტერულს,
მაგრამ როდესღაც ხომ წამომცდება,
ჭკვიანი სიტყვა და რითმი სწორი.

მე თვით არ ვიცი ვინ მრჯის წერისთვის,
ან რატომ ვჯღაპნი, რისთვის ან ვისთვის,
დროც გამოება _ დროა მოვეშვა,
ვტოვებ უაზროდ აზრიან წერილს.




ბევრისთვის უცხოა ლექსების კრებული
ბევრისთვის გიჟების გართობას ჰგავს,
და მე კი ყველაფერს დარდსა და სიმართლეს
ვუამბობ და მერე დავხურავ კარს.






უთქმელი დარდი უცაბედად აენთ-ადუღდა
სევდამ და ბოღმამ ვერ დამალა თავის სათავე
გაუმხელ სევდას და გაუმხელ სიტყვებს ვაკვნესებ,
თორემ გამხელილს თავის გზა აქვს, თავის სადავე.

გული აენთო ამდენ დარდებს ვერ მოერია,
ვეღარ ვმბრძანებლობ ჩემს სურვილებს, ჩემს მოგონებებს,
გაუმხელ სიტყვებს ვასამარებ გულის ფიცარზე,
თორემ დარდი და სევდა აბა რა სათქმელია?




ცხოვრების ეტლი უსასრულოდ მიდის მიფრინავს,
გუშინდელ დღეებს ჩააბარებს წარსულ ბარათებს,
დასასრულისკენ მიფრინავს და არ სურს, რომ დარჩეს,
გაუთელელი გასათელი  ამ ქვეყანაზე.





მეგონა ამდენს არავინ ფიქრობდა
არავინ ოცნებობდა სხვაზე,
არავის უნდოდა მისი მეგობარი
კარგად ყოფილიყო მასზე.

ამდენი სიკეთე საინან მოვიდა,
საიდან სუყველა თქვენში,
ამდენი ფიქრი და იმდენი ჰაიდა
ამდენი ტაში და თქეში?

უაზროდ აზრიან , უსაქმოდ საქმიან,
მხიარულ დარდიან დღეში,
უძილო თვალებში, უსიტყვო ყვირილში,
სევდიან მხიარულ ხმებში.

დავდივარ დავდივარ, ვგრძნობ ცეტი ბავშვი ვარ
და მესმის ჩურჩული გულის,
სუყველას გეყოფათ ჩემი სიყვარული
და ჩემი ერთგული გული.



-----------------------------------------------------
შუქი თამაშობს
წუთები  მიდის
ბრაზი მდარაჯობს
იცვლება ბიჯი.
ახალი მოდის
წელი ახალი
რაღაც ახალი
უფრო მაღალი
თითქოს წარსული
და გუშინდელი
მხოლოდ ახალი
წელთაღმრიცხველით.
იცვლება წლები
ციფრები რბიან
ახალი აზრი
მწიფდება ცვივა.
დრონი მეფობენ
კაცნი კერპობენ
ვერაფერს შეცვლი
ვერაფერს დიადს.
ისევე მოდის
შუქი და მუზა
ისევე მოდის
ახალი წელიც.
და მერე შუქი
როს შეწყეტს თამაშს
შეწყდება მუზა
და ყველაფერი.




5

ვგდივარ დარდიანი
ხშირად საქმიანნი
ხშირად უსაქმურად
თითქოს აზრიანი.
არვის ვაგონდები
არვის აგონდება
ჩემი ფანტაზია
ზეცას გამოება
ვკითხულობ ხან ვმღერი
არ ვიყო ამაზრზენი,
არ ვიყო მოსაწყენი,
არ ვიყო მონაწყენი.
წუთები მირბიან
დღეებიც რამდენი
და ეს მარტოობა
არა და არ მშველის

ვზივარ დარდიანი
ხშირად საქმიანი
თვით არ მაგონდება
ჩემი ხასიათი.

ამაღლდი სულო!

რა ხდება ჩემში ვერ გამიგია,
ირგვლივ ფრინავენ ურცხვი ქარები
ელნათურები ხარბად ინთება,
და მეც ვინთები, ვითარც სანთელი.

ურიცხვი გრძნობა, ათასი ფიქრი,
და ოცნებები ჩუმად კვნესიან,
და მე არ ვიცი, რა ბედს ვეწიო,
სით გავიგონო ვისი ძახილი.

ოცნება ისევ იწყებს ხეტიალს,
და მეც მივყვები გამობრძმედილი,
ვისი მახვილი რას გამიბედავს,
არ ვიცი, მაგრამ მეც მხნედ შევხვდები.

ამდენ საფიქრალს რით გავუმკლავდე,
არ მინდა ფიქრიც, ისე გავმხეცდი,
ახლა ოცნება ისე მჭირდება,
ვითარც სიცოცხლეს სუნთქვა, ჰაერი.

არ ვიცი სიდან დავიწყო სრბოლა
თუმცა მიზნები დამხვავებიან,
ჩემი იმედი ქარაშოტს მოჰგავს
სად ყოოვები დაბრძანდებიან.

გულო გაუძელ, სულო ამაღლდი,
შენ დაჩოქება ახლა არ გმართებს,
უნდა შეება მტრებს და მრავალგზის,
მრავალგზის გმართებს ბრძოლა, გაუძელ!

ამდენ ფიქრებში ჩნდება ჭაღარა,
ამდენ ბრძოლაში, თითქოს დავბერდი,
არ დამრჩენია თითქოს არღარა,
კიდეც ავმაღლდი, კიდეც დავეცი

კვლავ მიწევს მედგრად გზების ძიება,
ნათელ წერტილის პოვნა მჭირდება,
უაზრობაში აზრის მიგნება,
უკუნეთებში ნათლის შეღწევა.

მომავლის შიში ვერას დამაკლებს,
რაც ჩემი არის მე უნდა ვლეწო,
მე უნდა მოვმკა ჩემი დიდება
და ჩემი ბედიც მე უნდა ვძერწო.

გადავიღალე გამოძიებით,
მხოლოდ სიმკაცრე ვერ ჩავიბეჭდე,
ამ ქვეყნად არის თურმე სიკეთე,
რომ აკეთებ და ვერ დაანახვებ.

და თურმე არის თესლი ისეთი
დათეს და ფესვი არ ეკიდება,
და თურმე არის კიდევ სიბერე,
წლების წინსვლითაც არ იბინდება.

ამდენი რკინა როგორ გავალხო,
ამდენი დარდი როგორ მოვცელო,
გულო გაუძელ გრძნობებს ათასი,
ათასი წელიც თუ დაგჭირდება.

რაც შენი არის ვერვინ წაგართმევს,
რაც ნათელია არ იბინდება,
ნუ ჩააბუდებ ბოროტ ავკაცებს,
გულო ნუ მისცემ მაგის უფლებას.

და მე ვიბრძოლებ ვიდრე სული მაქვს,
ვიდრე ეს ხორცი არ იგლიჯება,
ვიდრე გაუძლებ ამ ქვეყანაზე
ასი ათასის ცრუ განდიდებას.

სულო ამაღლდი! გულო გაუძელ!
არ დაცხრე, სანამ ვცოცხლობ, ვარსებობ,
სულო ამაღლდი ძალა მჭირდება,
ჩემივე სულის გადასარჩენად!




არ ვიცი საით წამიყვანს ფიქრი,
შენს გამართლებას ამოდ დავეძებ,
ჩვენს მომავალზე ამაოდ ვიბრძვი,
უაზრობაა, ვგრძნობ და არ გეძებ.

გრძნობებს როგორმე ვუპოვი ლაგამს,
სიტყვას როგორმე მოვძებნი მართალს,
და გულს ვუბრძანებ და იქით წავა,
და შენგან წავა და მანუგეშებს.

შენც წადი ოღონდ სულ, სამუდამოდ,
ამდენ თარეშებს მოეღოს ბოლო
შენ არ გჭირდები სიკარგისათვის,
და სუყველაფრის ეს იყოს ბოლო.

აქ ზედმეტია გრძნობაზე ფიქრი,
შენ სიყვარულის არც იცი ფასი,
არ გყვარებივარ შენ არასოდეს,
თუმცა ამბობდი, ამბობდი, მაინც.

ნუთუ არასდროს გიჩნდება კითხვა,
რომ მომიკითხო უბრალოდ მხოლოდ,
იქნება შენი ტკივილიც მტკივა,
იქნება შენი ცხოვრებით ვცხოვრობ.

არა, ვერაფერს გავუგე შენსას,
რა გინდა ნეტა თვითონ თუ გესმის,
თვითონ თუ იცი ვინა ხარ ნეტა
ან რატომ გაჩნდი, ან რისთვის იბრძვი?

არ მესმის შენი დიდი ცრუ ფიცის
ვერ ვხვდები, რატომ მეფიცებოდი,
ანდა ხარ მართლა უგონო, გონჯი,
და არ მაქვს შენი შეცნობის ნიჭი.

საკმაო დროა ვტკეპნი ნაბიჯებს,
საკმაო დროა ვიცნობთ, ვნებდებით
დიდი ხანია ამაოდ გელი
ვშორდებით როცა ვუახლოვდებით.

და ასე გადის თვეები, წლები.
ინგრევა ისიც რასაც ვაშენებთ,
და ნანგრევებში ჩვენ ვრჩებით მიზნით,
რომელსაც ალბათ ვერც ავაშენებთ.

ვერ ავაშენებთ იმ შესავლებით,
იმ შეხვედრებით, იმ დაშორებით.
და ამოტომაც ისე ვიბნევით
სწორედ ამიტომ უხმოდ ვშორდებით.



რად გაგაღმერთე ასე ძალიან
ისევ მარტო ვარ, ღმერთთან ბრალი მაქვს,
ღმერთი ერთია ვიცი, ცხადია
და მე კი შენი ღმრთობა მწადია.

გელუღლუღები ტანჯული ფიქრით,
სანთლებს ვანთებ და ლოცვად ვენთები,
ტაძარში სანთლებს ხატებთან ვანთებ,
შენზე ოცნებებს ყველგან ვედები.

ოჰ, ღმერთო ჩემო, რად გამაჩინე
ნაოცნებარი და ნასესხები,
მწამს ერთი ღმერთი, მწამს ერთი ღმერთი,
და შენც ღმერთივით _ ერთი ხარ ჩემთვის!


ცა ალისფერად აენთ აქუხდა და
ბინდისფერი ღრუბელნი გაქრნენ,
და ჩემს თვალის წინ მთვარეც გამუქდა,
ცაზე ღრუბელნი მლოცველებს ჰგვანდნენ.

მე ვლოცულობდი, ცა იღიმოდა,
გულში სანთელიც წყვილად დავანთე,
მე ვლოცულობდი ჩემს მფარველ ხატთან
და გულში შენი თვალები მყვანდნენ.

მე ვლოცულობდი, შენ ერთადერთზე
და ცას ვანდობდი ჩემს გულის სათქმელს,
მე ვლოცულობდი, ფიცის მჯეროდა,
შენთვის ვანთებდი უწმინდეს სანთლებს.

ცა იღიმოდა, მთვარე დნებოდა,
მათენდებოდა თანდათან თავზე,
როგორ მშიოდა, როგორ მწყუროდა,
რომ საბოლოოდ მეტყოდი სათქმელს.
მე დავამთავრე ყველა სათქმელი,
თვალებით გთხოვდი არდავიწყებას,
ჩამოიღვენთა ყველა სანთელი,
და ვერ შევძელი შენი მიგნება.

გულებში იდგა ხანძარი დიდი,
იწვოდა ვითარც არდავიწყება,
თვალებში იდგა სიხარბე მშვიდი
და შევნატროდი არდაბინდებას.

ღამენათევი გამოგეცხადე,
და სიზმარეულ ფიქრებში გთლიდი,
გვეფერებოდა გრილი ნიავი
და უკანასკნელ საათებს ვთვლიდი.

და ბინდდებოდა მალე სულ მალე,
ეს სიყვარულიც ტოვებდა თბილისს,
შენ წახვედი და კვლავ ჩემს ჯინაზე
არდავიწყება სონეტებს ტირის.


მინდოდა ერთი მყვარებოდი მხოლოდ
შენთვის მომექარგა ამ ფიქრების რტო,
მინდოდა შენთან მეზეიმა ბოლოს,
რატომღაც ახლა წამიხვედი შორს.

რატომღაც ახლა ჩამოთოვა ციდან,
რატომღაც ღრუბლებს შენთან შერჩათ შნო,
ჩვენ კვლავ დავშორდით და ძველებურად ციდან,
ჩემი თვალებიდან უშენობა თოვს.



ეჭვები!!!
ოჰ ეს ეჭვები ჩამერჭნენ თავში,
აღარ მაცლიან აზრის დინებას,
ოჰ, აბდაუბდა ირევა რკალში
და აღარ ვცდილობ მე შენს მიგნებას,

ღამე ეშვება, მუქდება ფიქრი
და სასოებით იწვევს ფარდაგებს
მიედინება ღრუბელში ნისლი
და უკუნ ღამეს შეუსადაგებს.

უმთვარო, ცივი და ქარიანი,
არეული და გადათელილი
ათასი ფიქრი, ათასი იჭვი,
შეკმაზული და გამობრძმედილი.

და რაგინდ ღამე იყოს ლამაზი,
და რაგინდ ცივი იდგეს საღამო,
ვეღარ ვოცნებობ აქ ყოფნას შენსას,
არა მგონია იყოს საამო.

ღამეა ბნელი, შენ კი სხვას ელი,
და მერე იჭვი შემიჭამს გრძნობებს
და ყველაფერი რასაც აკეთებ,
აქ ჩემში დიდი გრძნობები გრძნობენ.

გამოიდარებს ეს გაზაფხული
და ვარდისფერი წლებიც დაცვივა
და გადაივლის ეს სიყვარული
მოვა ახალი ცა და სხვა წვიმა.

ჟუჟუნა წვიმა გამალამაზებს
გამიჩირაღდნებს ლამაზად დღეებს,
ნაოცნებარიც ლაღად ამიხდენს
ამ მეოცნებე ნამიან დილას.

მზე გამოჩნდება სადღაც გადაღმა,
გულში სითბოს და ხალისს დატოვებს,
შენ არ იქნები, მხოლოდ სხვა ვინმე
მოვა ჩემთნ და აღარ დამტოვებს.

და ის იქნება ჩემი ხატება,
ბედნიერების ნამდვილი წვიმა,
სუყველაფერი გარდაიქმნება
და უშენობაც აღარ შემცივა.

გჯეროდეს!
მაგრამ ერთხელაც ხომ შეიძლება,
შენთვის რომ დადგეს მახინჯი წამი,
მაგრამ ერთხელაც ხომ შეიძლება,
ფიქრებში სრულად დაკარგო თავი.

მაგრამ ერთხელაც, იქნებ სულშიაც
შეიფრთხიალოს დარდმა თუნდ წუთით,
მაგრამ ერთხელაც იქნებ ინანო,
რომ მარტო ხარ და არავის უცდი.

იქნებ ერთხელაც კვლავ დარჩე მარტო,
იქნებ წუთითაც იფიქრო თავზე,.
რომ მიგატოვა იქნებ სუყველამ
და მარტოდ მარტო იწამებ ასე.

იქნებ წუთითაც მოვიდეს სევდა,
ის ამ ცხოვრების ბურჯი, მძრახველი
იფიქრო, გვერდით არ გიდგას დედაც
და სულერთია ვის ეყვარები.

არა, არასდროს იფიქრო მასზე,
რომ შენთვის უკვე არვინ ათენებს
გჯეროდეს ქვეყნად არსებობს ქალი,
ვინც შენ არასდროს არ მოგატოვებს.


რატომ
რატომ გამირბიხარ ლამაზო ფიქრებო,
რატომ მემალები ცხოვრებავ დიდო,
მეც, ხომ ამ ცხოვრების სათუთი მგზავრი ვარ,
მეც მინდა ბოლომდე ეს ტვირთი ვზიდო.


ვარდის სუნელი ამკობს ოთახს
და იკვეთება აქ შენი სუნიც,
შენ წახვედი და დამიტოვე,
შენი ვარდები დანისლული.

გულში სინათლის ზეიმია,
სულში სიხარულს შეჰხარიან,
ეს ჩვენი ყოფის ქეიფია
და ჩვენი გრძნობის ხეტიალი.



სიცოცხლე მინდა
მაგრამ განვიცდი
ჩემს წუთისოფელს რომ ვერ ვეწყობი.
სიმღერა მინდა,
მაგრამ იოგებს,
როგორც მჩვეოდა ვეღარ ვუხდები,
ალერსი მინდა,
ყველგან, ულევი,
ყველას გულთბილი ნუგეში მინდა,
სიკეთე მინდა
მარადიული
და მოგონება მარად უცვლელი.
ღიმილი მინდა,
ხვალის იმედი,
მერმისის რწმენა, აწმყოს ნუგეში,
და სულ სიკეთით
გავლიო მონდა
რაც დამრჩენია გზები უვლელი.
მინდა მეგობრის
ერთგული გული
და სიყვარული ერთი, უცვლელი.
აღვშენდე მინდა,
გავმრავლდეს მინდა,
მოყვასის რწმენა და სიყვარული.
ჩემი გზის პოვნა მინდა და მინდა
გზა გათელილი, გზები უვლელი,
ჩემი გზა მინდა მქონდეს ამ ქვეყნად,
ჩემს ნაცნობ ბილიკს დავლასლასებდე,
თუნდაც ვიბრძოლო, თუნდაც ვიწვალო,
მაინც ვწვდებოდე რაც ჩემი არის.


მომაგონდება ბავშვური ხმები,
ბავშვური სითბო,
გამხსენდება დედის სახე, ყველას რომ გიჯობს,
და ავტირდები, ისე, როგორც ჩვილი ბავშვები,
მიტოვებული დედისაგან რომ ატირდება.
მაგრამ მე ვინღა დამიბრუნებს, წარსულს ოცნებებს,
და ჩემს ბავშვობას, გატარებულს სოფლად მინდვრებზე,
სიხარულს დაღვრილს გადაქცეულს მარადისობად,
ჩემს კოხტა სოფელს, ბავშვურ გართობას.

თითები ცახცახებს ტელეფონთან
თითქოს `ვითიშები" წუთით,
_ ალო გისმენთო _ ნაცნობი ხმა,
სილას გამაწნავს ყურში.

_ ალო!_ აქეთ ისევ დუმილია,
რამდენ რამეს იტევს გული?
დუმილს რამდენის თქმა შეუძლია,
მას და ტელეფონის ყურმილს.


იქნება ზედმეტად მჯერა
იქნება ზედმეტად მწყინს,
იქნება ზედმეტიც მნებავს
ისევ დაგაცემო ძირს.

































































Комментарии